ევროკავშირი კორუფციისა და კანონის უზენაესობის კუთხით ხარვეზების გამო უნგრეთს ფინანსურ დახმარებას უმცირებს

18 სექტემბერი 2022, 18:10 707 ნახვა

ევროკავშირის ბიუჯეტიდან უნგრეთისთვის სახსრების გაცემა 7,5 მილიარდი ევროთი შემცირდება - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. კომისიამ აღნიშნული გადაწყვეტილება კორუფცისა და კანონის უზენაესობის კუთხით ხარვეზების გამო მიიღო. ევროკომისარ იოჰანეს ჰანის განცხადებით, 2 წლის წინ ევროკომისიამ უნგრეთი დემოკრატიის პრინციპების დარღვევაში დაადანაშაულა, სადაც პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს კონტროლის ქვეშ ჰყავს სასამართლოები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საკითხის განსახილველად 3 თვე აქვთ, ინიციატივის დასამტკიცებლად კი სულ მცირე 15 ქვეყნის თანხმობაა საჭირო.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი