ბათუმის მე-17 კინოფესტივალი

18 სექტემბერი 2022, 18:07 1009 ნახვა

ბათუმში, საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი, BIAFF-ი გაიხსნა. კინოფესტივალის გახსნის ცერემონია  კინოთეატრ აპოლოში გაიმართა, სადაც ელდარ შენგელაიას ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმების კრებულის „ მრავალჟამიერის „  პრემიერა  შედგა.   პროგრამა  საკონკურსო და არასაკონკურსო სექციებს მოიცავს და ტრადიციულ ფორმატს ინარჩუნებს, ასევე წარმოდგენილი იქნება 4 ფილმი უკრაინის თეამტიკაზე.  საერთაშორისო კინოფესტივალზე  35 -მდე ქვეყანაა წარმოდგენილი, რომელიც 1 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.  ცნობისთვის , წელს ბათუმის მე -17 კინოფესტივალს სახელმწიფო სტრუქტურები არ აფინანსებენ, კინოფესტივალი საელჩოების და  უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერით  გაიხსნება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი