ენმ -ის ფრაქცია

16 იანვარი 2017, 00:00 1908 ნახვა

„ერთიან  ნაციონალურ  მოძრაობას“ და მის ყოფილ წევრებს შორის დავა გრძელდება. პარტიაში დარჩენილები უგულავა-ბოკერია-ბაქრაძის გუნდს, ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ დატოვებას სთხოვენ. თინა ბოკუჩავას განცხადებით, აღნიშნული ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთნის და ის პარტიიდან გასულმა წევრებმა უნდა დატოვონ.  ბოკუჩავა და მისი პარტიის წევრები, დღეს, ამ საკითხს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დააყენებენ. სამი დღის წინ,  ბოკერია-უგულავას გუნდის წარმომადგენლებმა, ფრაქციის თავმჯდომარის პოსტი ნიკა მელიას დაატოვებინეს და სახელწოდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველოთი“ შეცვალეს, თუმცა ფრაქციის შემადგენლობა იგივე დარჩა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი