საჯარო სკოლებში სპორტული წრეები ამოქმედდება - სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის პროგრამა დღეს პრემიერმინისტრმა დაანონსა. პროგრამის დეტალებზე გიორგი კვირიკაშვილმა ისანში, 103-ე საჯარო სკოლის გახსნაზე ისაუბრა. ახალი ინიციატივა ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას გულისხმობს, რომლის მიხედვით, სკოლებში მოსწავლეებს სპორტის სხვადასხვა სახეობებში ვარჯიში შეეძლებათ. დღეს მემორანდუმსაც მოეწერა ხელი.