ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს 20 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

16 სექტემბერი 2022, 17:12 598 ნახვა

ორსული მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ გოგა გზირიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გზირიშვილი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ წაყენებულ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.

ბრალდებულის უფლებადამცველის განცხადებით,  მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულის ჩადენის მომენტში არაადეკვატური იყო და მომხდარს ვერ აცნობიერებდა. ორსულ ქალს ცივი იარაღით 30 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

მკვლელობა გასული წლის 22 დეკემბერს ვარკეთილში მოხდა. კაცი მალევე დააკავეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი