ევროპარლამენტის რეზოუციის თანახმად, უნგრეთი სრულად დემოკრატიულ ქვეყნად ვეღარ ჩაითვლება.
15 სექტემბერს მიღებულ რეზოლუციას ევროპარლამენტის 433-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა 123 კი წინააღმდეგი იყო.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უნგრეთი გადაიქცა საარჩევნო ავტოკრატიის ჰიბრიდულ რეჟიმად, რის მიზეზადაც დემოკრატიის, ფუნდამენტური უფლებებისა და კანონის უზენაესობის რღვევაა დასახელებული.