კრეატივის საერთაშორიო ფესტივალი

16 სექტემბერი 2022, 14:31 580 ნახვა

ბათუმში კრეატივის საერთაშორიო ფესტივალი - AD BLACK SEA გაიხსნა. ღონისძიება ყოველწლიურად იმართება და რეკლამითა და მარკეტინგით დაინტერესებულ ადამიანებს აერთიანებს. ფესტივალის ორდღიანი პროგრამა მოიცავს სემინარებს, ვორქშოპებს, პანელურ დისკუსიებს.  ღონისძიებას წელს 1000-ზე მეტი დელეგატი ესწრება, ხოლო მათ ნამუშევრებს 11 კატეგორიაში ჟიური ხვალ გამოავლენს. ფესტივალს ორგანიზოტორების გადაწყვეტილებით წელს გამოეთიშნენ რუსი და ბელარუსი სტუმრები, ხოლო განსაკუთრებული პირობით ისარგებლებენ უკრაინელი დელეგატები.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი