NDI - ის კვლევა

16 სექტემბერი 2022, 14:25 728 ნახვა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი საზოგადოებრივი აზრის კვლევას  აქვეყნებს. კვლევის თანახმად, გამოკითხულ მოქალაქეთა უმრავლესობა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას „ცუდად“ აფასებს.გამოკითხულთაგან ყოველი მესამე მოქალაქე ამბობს, რომ ხშირად ოჯახისთვის საკვების საყიდლად საჭირო ფული არ ჰქონდა.მოქალაქეების მხრიდან გაზრდილია პრეზიდენტის საქმიანობის ნეგატიური შეფასების მაჩვენებელი, ამასთან მოქალაქეების უმეტესი ნაწილი პოლიტიკურად გადაუწყვეტელია. კვლევაში დასმულია შეკითხვები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ანგარიში 14 ივლისიდან - 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება. აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა  სულ 2,104  ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი