სააღმზრდელო პროცესის განახლებისთვის ემზადებიან ხულოში მოქმედ საბავშვო დაწესებულებებში. მერიაში გვითხრეს, რომ 27-ვე ბაღში პროცესი ხვალ ჩვეულ რეჟიმში განახლდება. ქედლების და ვერნების ბაღებში ჩატარდა მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები. წელსვე დაიწყება კიდევ ერთი ახალი საბავშვო დაწესებულების მშენებლობა სოფელ ყინჩაურში. ხულოში ამ დროისთვის სულ 600 აღსაზრდელია რეგისტრირებული.