ბათუმი ქობულეთის ცენტრალურ მაგისტრალზე ხეების გადაბელვა გრძელდება. ციხისძირის მონაკვეთზე წიწვოვან ხეებს ტოტებს აჭრიან. ერთი ხე კი მთლიანად მოჭრეს. მათ ადგილობრივები ამუშავებენ და სახლში მიაქვთ. თანამშრომლები რომლებიც ხეებს ტოტებს აჭრიან, აცხადებენ, რომ მათ ასეთი დავალება მიიღეს, ერთ-ერთი მათგანის ინფორმაციით კი ხეების დაბელვა ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით მიმდინარეობს, რადგან აღნიშნული ტერიტორიიდან ხეების ურეკის დენდროლოგიურ პარკში გადარგვა ხდება. ამაზე კი ,,ქართუ ჯგუფში” კი განგვიმარტეს, რომ რიგითი თანამშრომლის განმარტებაზე, ისინი კომენტარს ვერ გააკეთებენ. ქობულეთის გამგებელი კი ირწმუნება, რომ სამუშაოები ნებართვით ხორციელდება, რომელიც მისივე მტკიცებით საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადების საფუძველზე გაიცა.