ჟან-ლიუკ გოდარი გარდაიცვალა

13 სექტემბერი 2022, 13:13 983 ნახვა

ფრანგი და შვეიცარიელი კინორეჟისორი, მსახიობი, სცენარისტი და პროდიუსერი, "ფრანგული ახალი ტალღის“ ერთ-ერთ დამფუძნებელი ჟან-ლიუკ გოდარი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რეჟისორმა ფრანგული კინოს ახალი ტალღას (Nouvelle Vague) დაუდო საფუძველი. მან შემოქმედებითი კარიერა 1960 წელს გადაღებული ფილმით "Breatheless" დაიწყო.

გოდარი ინოვაციური, რადიკალური სტილით გახდა ცნობილი. მისი ინტერესისი საგანი ყოველთვის იყო საერთაშორისო კრიზისები და პოლიტიკური საკითხები. მის შედევრ ფილმებს შორისაა - "A bout de souffle", "Pierrot Le Fou",  "A Woman Is a Woman" და სხვა. 

გოდარს მიღებული აქვს ყველა კინო ჯილდო:

  • ოქროს დათვი ბერლინის ფესტივალზე 1965 წელს 
  • საპატიო ოქროს ლომი 1982 წელს ვენეციის კინოფესტივალზე და ოქროს ლომი საუკეთესო ფილმისთვის კარმენისთვის 1983 წელს.
  • კანის კინოფესტივალის ჟიურის პრიზი 2014 წელს
  • საპატიო სეზარი, 1987 და 1998 წლებში და საპატიო ოსკარი 2010 წელს.
  • სპეციალური ოქროს პალმის რტო 2018 წელს.
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი