ანტიკორუფციული მოძრაობა პროკურატურას მიმართავს

13 სექტემბერი 2022, 11:36 1225 ნახვა

’ანტიკორუფციული მოძრაობა’’ ბათუმის ავტოტრანსპორტსა  და კომპანია ’ალმას’’ შორის დადებული ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვს და პროკურატურას მიმართავს  დაინტერესდეს აღნიშნული  გარიგებით.  ორგანიზაცია კორუფციის ნიშნებზე საუბრობს. საქმე ბათუმში ავტობუსებზე რეკლამის  განთავსების შესყიდვას ეხება, რომლის  უფლებაც კომპანია ალმამ 30 წლის ვადით 4 მილიონ 100 ათას ლარად მოიპოვა. ანტიკორუფციულ მოძრაობაში ამბობენ, რომ მერიამ ბიუჯეტი ქართული ოცნების მხარდამჭერი ბიზნესმენის სასარგებლოდ  დააზარალა, რადგან მათი განმარტებით,  კომპანიის მოგება  სრული  დატვირთვის პირობებში წლიურად  7 მილიონი ლარი იქნება, ბიუჯეტის შემოსავლები კი  მხოლოდ  136  ათასი ლარი.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი