ეკონომიკის მინისტრი არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრს აჰმედ ალ-საეღს შეხვდა. დადებითად შეფასდა გადაწყვეტილება ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკების დაწყებასთან დაკავშირებით, რომლის პირველი რაუნდი მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოსაა დაგეგმილი. შეხვედრაზე ასევე განიხილეს თანამშრომლობა ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის, აგრეთვე საინფორმაციო ტექნოლოგიების, კავშირგაბმულობის, საზღვაო ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ინოვაციების სფეროებში. აღინიშნა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ეწვია 35 მსხვილი კომპანიისა და საინვესტიციო ფონდების ხელმძღვანელი პირები, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ინვესტიციების განხორციელებით. შეხვედრის დასასრულს ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველო-არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთობლივი ბიზნეს საბჭოს შექმნაზე.