ნუგზარ წურწუმიამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

11 სექტემბერი 2022, 22:13 808 ნახვა

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა.

55 კგ. წონით კატეგორიაში ნუგზარ წურწუმიას  ანგარიშზე ვერცხლის მედალია. 25 წლის ქართველი მოჭიდავე ფინალში აზერბაიჯანელ ელდანის აზიზლისთან იოლად, პირველივე პერიოდში 0:8 დამარცხდა.

წურწუმიას მსოფლიოს ჩემპიონატზე კარიერაში უკვე ყველა სინჯის მედალი აქვს მოპოვებული - 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.

12 სექტემბერს, საქართველოს ნაკრებს ერთი ოქროს და ბრინჯაოს 2 მედლის მოპოვების შანსი ექნება.

63 კგ.წონით კატეგორიაში ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებს.
 ქართველმა ფინალამდე ჩინელი , ყირგიზი და  ირანელი მეტოქეები დაამარცხა, ხოლო ფინალში მასპინძელ სებასტიან ნადის შეხვდება.
67 კგ-ში ჯონი ხეცურიანი ბრინჯაოს მედალისთვის იბრძოლებს.

82 კგ წონით კატეგორიაში ასევე  ბრინჯაოს მედლის მოპოვების  შანსი აქვს გელა ბოლქვაძესც.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში