9 დღის შემდეგ ბათუმში, პნევმონიით კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა. ექიმები ამბობენ, რომ პაციენტებმა სამედიცინო დაწესებულებას დაგვიანებით მიმართეს. ორივე მათგანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს. მათ შორის ერთ-ერთი 88 წლის მამაკაცია. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ოფიციალურ ინფორმაციას, თუ რა ვითარებაა რეგიონში ვირუსული ინფექციების სტატისტიკის შესახებ ხვალ გაავრცელებს. თუმცა ცენტრის დირექტორმა აჭარაში ამ მხრივ მდგომარეობა ,,მთავართან” შეაფასა.