შეხვედრა კიევში

15 იანვარი 2017, 00:00 1983 ნახვა

ის ვინც ,,ერთიან ნაციონალური მოძრაობაში"  დარჩა და ვინც მიხეილ სააკაშვილის მომხრეებად მოიაზრებიან, ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს კიევში ხვდებიან. შესაბამის  ფოტო მასალას  პარტიის წევრები სოციალურ ქსელში აქვეყნებენ. შეხვედრას თანაგუნდელებთან ერთად აზერ სულეიმანოვი ესწრება. სწორედ სულეიმანოვზე იყო დამოკიდებული, პარლამენტში პარტია შექმნიდა თუ არა ფრაქციას, რადგან მას შემდეგ რაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რამდენიმე წევრმა დატოვა, არსებობდა იმის შესაძლებლობა, რომ ყოფილი სახელისუფლებო პარტია საკანონმდებლო ორგანოში ფრაქციით ვეღარ იქნებოდა წარმოდგენილი. აზერ სულეიმანოვი იქნება სწორედ ფრაქციის მე-6 წევრი. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი