ეროვნული ვალუტის გაუფასურებას უკავშირებენ საკვებ პროდუქტებზე გაზრდილ ფასებს ბათუმის აგრარულ ბაზარში მოვაჭრეები. ისინი ფასების დასტაბილურებას რამდენიმე დღეში პროგნოზირებენ. ამბობენ, რომ ლარის დევალვაციის გარდა, სურსათის გაძვირება საახალწლო პერიოდსაც ახასიათებს.