საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მასპინძელ ხორვატიასთან დამარცხდა

07 სექტემბერი 2022, 00:05 656 ნახვა

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ვერ გავიდა.

კონტინენტის პირველობის მეოთხედფინალში საქართველო მასპინძელ ხორვატიის ნაკრების დაუპირისპირდა და 5-15 დამარცხდა.

მარცხის მიუხედავად საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას უკვე მე-5 ადგილისთვის აგრძელებს.

დეიან სტანოიევიჩის გუნდი პირველ მატჩს 8 სექტემბერს საფრანგეთთან გამართავს.

შეგახსენებთ რომ საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად გავიდა ევროპის 8 საუკეთესო ნაკრებებს შორის რითაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში