საქართველოში ევროკავშირის ელჩობა ჩემთვის პატივი და ასევე დიდი პასუხისმგებლობაა- საქართველოში ევროკავშირის ელჩი

05 სექტემბერი 2022, 19:10 517 ნახვა

საქართველოში ევროკავშირის ელჩობა ჩემთვის პატივი და ასევე დიდი პასუხისმგებლობაა. ჩემს გუნდთან ერთად დაუღალავად ვიშრომებ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მხარდასაჭერად, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის მიმართვაში, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლობის გვერდზე გამოქვეყნდა.

"გამარჯობა საქართველო! ძვირფასო მეგობრებო! საქართველოში ევროკავშირის ელჩობა ჩემთვის პატივი და ასევე დიდი პასუხისმგებლობა არის. ამ თანამდებობაზე დანიშვნა ევროკავშირი - საქართველოს ურთიერთობების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტს ემთხვევა. ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ ახალ რეალობას ქმნის. ჩემს გუნდთან ერთად დაუღალავად ვიშრომებ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მხარდასაჭერად. ამ პროცესში წვლილის შეტანის შესაძლებლობა უზარმაზარი პრივილეგიაა".-ნათქვამია ელჩის მიმართვაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი