თურქეთში დასრულდა მსოფლიოს პირველობა თურქულ "აბა" ჭიდაობაში. აჭარის „აბა“ ჭიდაობის ნაკრების წევრმა გიორგი პაპუნაშვილმა ვერცხლის მედალი და ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
საქართველოს ნაკრების ღირსებას სამი ფალავანი გიორგი ნოზაძე, ნოდარ ბუხრიკიძე და გიორგი პაპუნაშვილი იცავდნენ. აჭარის ნაკრები გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა.