ქალზე ადევნება და შევიწროვება – ვიდეოზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო

04 სექტემბერი 2022, 20:09 8646 ნახვა

ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო ვიდეოზე, რომელშიც ჩანს, რომ ქალს ედევნებიან, ავიწროვებენ და აშინებენ. ვიდეო ბათუმშია გადაღებული.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ, სავარაუდოდ, არასრულწლოვნები უცხო ენაზე მოსაუბრე ქალს ჯერ ფიზიკურად ეხებიან, შემდეგ ედევნებიან და აშინებენ, პარალელურად კი ვიდეოს იღებენ.

არსებული ინფორმაციით, ვიდეოში მონაწილე პირები იდენტიფიცირებულები არიან და დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში