ფუნქციონირებს თუ არა რუსული სკოლა ბათუმში? - საგამოძიებო უწყებამ გამოძიება უკვე დაიწყო. მელიქიშვილის ქუჩაზე გახსნილი რუსული სასწავლო დაწესებულების ადმინისტრაციამ ჩვენს კითხვებს არ უპასუხა. მხოლოდ ის გვითხრეს, რომ ეს სკოლა არ არის და რუსული ენის მოსამზადებელი ცენტრია.
ავტორიზაციასა და გამოძიების შესახებ კითხვების დასმის შემდეგ ტელეფონი გაგვითიშეს.
აღნიშნულ სკოლას ავტორიზაცია არ აქვს გავლილი, როგორც საქართველოს განათლების სამინისტროში აცხადებენ, სკოლას საქართველოში საგანმანათლებლო საქმიანობის უფლება არ აქვს, რის გამოც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ამ საკითხის შესასწავლად უკვე მიმართა შესაბამის უწყებას.