ხვიჩა კვარაცხელიას გოლი და შესანიშნავი თამაში "ლაციოს" წინააღმდეგ

04 სექტემბერი 2022, 00:44 2809 ნახვა

იტალიის სერია A-ს მეხუთე ტურის შეხვედრაში "ნაპოლი" გასვლაზე რომში "სტადიო ოლიმპიკოზე" "ლაციოს" დაპირისპირდა და 1-2 დაამარცხა.

ანგარიში სწრაფად მასპინძელებმა გახსნეს გოლის ავტორი ძაკანი გახდა. ამის შემდეგ თამაშის სადავეები ხელში ნეაპოლელებმა იგდეს. ხვიჩა კვარაცხელიამ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩს ბურთი მოპარა კარში დაარტყა თუმცა ძლიერი დარტყმა არ გამოდგა და მეკარემ ბურთი აიღო.

36-ე წუთზე კვარაცხელიამ ბურთი მიიღო რეიდის შემდეგ ეფექტური მოძრაობით მეტოქე ფეხბურთელები ჩამოიცილა და შორეული დარტყმა განახორციელა, მაგრამ პროვედელის კარი ძელმა იხსნა.

ორ წუთში კუთხურიდან ჟელინსკიმ ჩააწოდა და კიმ მინ ჯემ ანგარიში გაათანაბრა და ტაიმი ფრედ 1-1 დასრულდა.

მეორე ნახევარიც "ნაპოლიმ" აქტიურად დაიწყო. კვარაცხელიამ მეტოქის საჯარიმოში რამდენიმე ცრუ მოძრაობა გააკეთა და რბილი ჩაწოდებით ჟელონსკიც ჩაუწოდა, რომლის დარტყმული ბურთი კარგი ნახტომით "ლაციოს" მეკარემ მოიგერია.

61-ე წუთზე ზამბო ანგისას გადაცემის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ ძლიერი დარტყმით რომაელთა კარში გაიტანა და "ნაპოლი" წინ გაიყვანა.

68-ე წუთზე კი სპალეტიმ ხვიჩა შეცვლა. ქართველის ნაცვლად მოედანზე ელიფ ელმასი შემოვიდა.

ბოლო წუთებში მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და "ნაპოლიმ" საბოლოო ჯამში კვარაცხელიას გოლით გაიმარჯვა.

5 ტურის შემდეგ ლუჩიანო სპალეტის გაწვრთნილი "ნაპოლი" 11 ქულას აგროვებს და პირველ ადგილზე გადადის. მომდევნო მატჩი ხვიჩას და მის "ნაპოლის" ჩემპიონთა ლიგაზე ელოდება.

ნეაპოლელები 7 სექტემბერს "სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე" ინგლისურ "ლივერპულს" დაუხვდებიან.
სერია A-ში კი  10 სექტემბერს "სპეციას" წინააღმდეგ ითამაშებენ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში