საპარლამენტო ოპოზიცია არასამთავრობოებს შეხვდა

03 სექტემბერი 2022, 14:31 567 ნახვა

საპარლამენტო ოპოზიციის ის ჯგუფი, რომელიც ევრორეკომენდაციებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ სამუშაო ჯგუფებში ჩართული არ არის, აცხადებს, რომ მათ უკვე მზად აქვთ დამოუკიდებელი დოკუმენტი. მათი განცხადებით, ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან თითქმის ყველა საკითხთან დაკავშირებით კანონპროექტი მომზადებულია.

4 საკითხთან დაკავშირებით კი არასამთავრობო ორგანიზაციებთან მომდევნო კვირაში დამატებითი კონსულტაციები გაიმართება.

დღეს მესამე სექტორთან  გამართული მორიგი შეხვედრის შემდეგ „ითქვა, რომ სულ სამი დოკუმენტი იქნება შემუშავებული - ოპოზიციის, მესამე სექტორისა და „ქართული ოცნების“.

ოპოზიცია საშემოდგომო სესიაზე ალტერნატიული კანონპროექტების წარდგენას აპირებს, რომელიც მათი აზრით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას უზრუნველყოფს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი