ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებებში საქართველოს თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან. შესაბამის დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა პრემიერ-მინისტრმა.სოფელ შილდის მთებში ხანძრის 10 მდე კერაა. ცეცხლი 1 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში გაჩნდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი ალპურ ზონასთან ახლოს, ტექნიკისთვის მიუდგომელ ადგილზეა გავრცელებული.რაც შეეხება ლიკანს, ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია. ადგილზე ცოცხალი ძალა და ავიაცია უწყვეტად მუშაობდა.