ბოლო ერთი თვის განმავლობაში მუნიციპალურ ავტობუსში უბილეთო მგზავრობისთვის 2 273 ადამიანი დაჯარიმდა. საზოგადოებრივ ტრანსპორტში მონიტორინგი მუნიციპალურმა ინსპექციამ ჩაატარა.
უწყებაში განმარტავენ, რომ ტრანსპორტის ზედამხედველობის სამსახური მგზავრებს ქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზეც აკონტროლებენ.
ცნობისთვის, უბილეთოდ გადაადგილება 20 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.