ვითარება უკრაინაში - სლავიანსკში საბავშვო ბაღი დაბომბეს

02 სექტემბერი 2022, 11:12 623 ნახვა

რუსმა ოკუპანტებმა დილით სლავიანსკში საბავშვო ბაღი დაბომბეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია სლავიანსკის მერზე ვადიმ ლიახზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი თქმით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. რაც შეეხება უკრაინის წინსვლას, სამხედროებმა სამხრეთის მიმართულებით მოწინააღმდეგის საბრძოლო მასალის ხუთი საწყობის განადგურება შეძლეს.

ასევე განადგურებულია საბორნე გადასასვლელი და უპილოტო საფრენი აპარატების მართვის პუნქტი.ინფორმაცას მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის მეთაურობაზე დაყრდნობით წერს, უკრაინის ავიაციამ იერიში მიიტანა რუსეთის სამხედროების სულ 18 სამეთაურო და საყრდენ პუნქტზე, საბრძოლო მასალისა და საწვავ-საპოხი მასალების საწყობზე და ლოჯისტიკურ საშუალებებზე.

სარაკეტო-საარტილერიო ქვედანაყოფებმა კი იერში მიიტანეს ცხრა სამეთაურო პუნქტზე. გრძელდება ანტონოვსკის, კახოვკისა და დარიევკის ხიდების საცეცხლე კონტროლიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში