„დინამო“ ბათუმი „თელავს“ უმასპინძლებს

01 სექტემბერი 2022, 18:03 622 ნახვა

დღეს "დინამო" ბათუმი ეროვნული ლიგის 24-ე ტურის შეხვედრაში აჭარაბეთ არენაზე "თელავს" უმასპინძლებს. ეს გუნდები ამ სეზონში ეროვნული ლიგის ეგიდით უკვე მესამედ შეხვდებიან ერთმანეთს. წინა ორ მატჩში გეგუჩაძის გუნდმა გაიმარჯვა. ამ დროისთვის, ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილს 54 ქულით ბათუმის „დინამო“ ლიდერობს, ხოლო "თელავი" 28 ქულით მე-7 პოზიციაზეა. "დინამო“ ბათუმისა და "თელავის“ მატჩი, 21 :00 საათზე დაიწყება და მას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში