ბორჯომში ისევ ხანძარია. ხანძრის ახალი კერა ტყის მასივში გაჩნდა. ცეცხლი ცენტრალური სასაფლაოს უკან, მთას უკიდია.
ტერიტორია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს ეკუთვნის. ამ დროისთვის ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია ავიაცია. ბორჯომის ხეობაში ცეცხლი 12 დღიანი უწყვეტი სამუშაოების შემდეგ ჩააქრეს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ხანძარია დიდ დიღომშიც, მუხათგვერდის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი ხეებსა და ბალახს უკიდია.
უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზი, ამ ეტაპზე ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები იმყოფებიან და ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ.