ბრძოლები გრძელდება ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებით - უკრაინის გენშტაბი

31 აგვისტო 2022, 11:39 2004 ნახვა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, სასტიკი ბრძოლები გრძელდება ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებით, კოდემას,ზაიცევის, პისკის, პერვომაისკესა და მარინკას  რაიონებში.

მათივე განმარტებით, მტერი ახორციელებს მე-3 არმიის კორპუსის დანაყოფების გადაჯგუფებას ზაპოროჟიეს რეგიონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომ განაახლონ შეტევა მითითებულ მიმართულებებზე.

"დონეცკის მიმართულებით მტერი არ წყვეტს დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრის გადაკვეთის მცდელობას. ბახმუტის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის არტილერიიდან იბომბებოდა ბახმუტი, ბახმუცკე, სოლედარი, იაკოვლივკა, ზაიცევი, მაიორსკი და კოდემა. შეტევითი მოქმედებებით მტერი ცდილობდა წინსვლას ბახმუტის, ვესელა დოლინას და ზაიცევეს მიმართულებით, მაგრამ წარუმატებელი აღმოჩნდა და უკან დაიხია. კოდემას დასახლებაზე კონტროლის დამყარების მცდელობა მიმდინარეობს, ბრძოლა გრძელდება.

ავდიივკას მიმართულებით მტერმა ნაღმტყორცნები, ტანკები, ლულის და სარაკეტო არტილერია ესროლა ავდიივკას, ოპიტნეს, უმანსკეს, პერვომაისკეს, სტარომიხაილივკას. შეტევითი მოქმედებებით იგი ცდილობდა ტაქტიკური პოზიციის გაუმჯობესებას კრასნოჰორივკასა და მარინკას მიმართულებით, ტრადიციულად განიცადა ზარალი და უკან დაიხია,"- წერია გენშტაბის განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი