მესტიის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის პროცესი გრძელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ ცეცხლი ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარს უკიდია.
ადგილი, სადაც ხანძარი გაჩნდა, ტექნიკისთვის მიუვალია, რის გამოც, მეხანძრე-მაშველებს ხანძრის კერამდე მისვლა ფეხით მოუწიათ. საჭირო გახდა ავიაციის ჩართვაც.
მესტიაში ხანძარი გუშინ გაჩნდა. ცეცხლის კერა დასახლებული პუნქტიდან შორს არის.