ხულოში სოფელ ვაშლოვანში სკოლა-პანსიონის მშენებლობა იწყება. 400 მოსწავლეზე გათვლილი სასწავლო დაწესებულება საჯარო სკოლის მიმდებარედ აშენდება. სკოლა ინკლუზიური განათლების თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად აღიჭურვება. სასკოლო პროგრამის გარდა აქ შესაძლებელი იქნება პროფესიული განათლების მიღებაც. პანსიონში სწავლის უფლება სხვა სოფლებში მცხოვრებ ბავშვებსაც ექნებათ.სამწლიანი პროექტისთვის აჭარის განათლების სამინისტროს ათ მილიონ ლარამდე აქვს გათვალისწინებული. ქვემო ვაშლოვანის მოსწავლეები დროებით სწავლას დაბა ხულოს საჯარო სკოლაში გააგრძელებენ, ვინაიდან არსებული შენობის დემონტაჟი იგეგმება.