რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ცენტრი დაბომბეს - არიან დაღუპულები და დაშავებულები

30 აგვისტო 2022, 13:02 570 ნახვა

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ცენტრალურ რაიონებს ცეცხლი გაუხსნეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინიგუბოვი ავრცელებს

„ამ დროისთვის განახლებული ინფორმაცია დაზარალებულთა შესახებ. ხუთი დაღუპული და შვიდი დაშავებული“, - წერს ტერეხოვი.

მისი თქმით, დაბომბვის შედეგად დანგრეულია შენობები და მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.

წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია 5 და დაშავებულია 7 ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი