პაკისტანში წყალდიდობის შედეგად ქვეყნის ერთი მესამედი დატბორილია

30 აგვისტო 2022, 10:43 793 ნახვა

პაკისტანში წყალდიდობის შედეგად ზარალი 10 მილიარდ ამერიკულ დოლარს აჭარბებს, სტიქიას სულ მცირე 1 136 ადამიანი ემსხვერპლა.

“პაკისტანის ერთი მესამედი დატბორილია, რაც ყველა ზღვარს აჭარბებს, რომელიც წარსულში გვინახავს“ - ამბობს ქვეყნის დაგეგმარების მინისტრი.

შერი რეჰმანის განცხადებით, წყალდიდობამ დააზიანა გზები, საცხოვრებელი სახლები, ნათესები და ზოგიერთ სოფელთან კავშირიც კი გაწყვეტილია. პაკისტანში წვიმების სეზონი ივნისიდან დაიწყო, მთავრობა კი წყალდიდობასა და რეკორდულ წვიმას კლიმატურ ცვლილებებს უკავშირებს.

ბოლო 24 საათში გარდაცვლილთა რიცხვი 75-ს აღწევს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი