ახალი სკვერი აეროპორტის მიმდებარედ

29 აგვისტო 2022, 19:51 1019 ნახვა

ბათუმში აეროპორტის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის თხოვნით, სკვერი აშენდება.ახალი რეკრეაციული სივრცის მოსაწყობად ნახევარ მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება.  პროექტის ფარგლებში მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, საბავშვო ატრაქციონები და ტრენაჟორები. გარდა ამისა, დაიწყო გაბიონის შეცვლის სამუშაოები ანგისის პირველი შესახვევიდან ჰელიმიშის ქუჩაზე არსებულ ხიდამდე მონაკვეთში, ხოლო მდინარე მეჯინისწყალზე ეწყობა 366 მეტრი სიგრძის საყრდენი კედელი. დამცავი კედლის მოწყობის სამუშაოები განხორციელდება ჯინჭარაძის ქუჩის სხვადასხვა მონაკვეთზე.  პროექტების ღირებულება 2 მილიონ 200 ათას ლარს აღემატება. ბათუმის მერმა აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილობრივ მოსახლეობას საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად გააცნო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი