ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესი დასკვნით ეტაპზე გადავიდა - შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლო ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების განცხადებით, ამ დროისთვის მუშავდება ცეცხლის დარჩენილი რამდენიმე მცირე მასშტაბის აქტიური და მხრჩოლავი კერა.
გრძელდება დარჩენილ კერებთან გზების მიყვანის პროცესი.