უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ოდესის VIII საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი წელს ბათუმში გაიმართება. ფესტივალი 5 ოქტომბერს დაიწყება და 8 ოქტომბერს დასრულდება.
ლიტერატურული ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ და მისი გავლენა მსოფლიოზე.
ფესტივალის პროგრამა აერთიანებს ქართულ-უკრაინული პოეზიის ღონისძიებებს, საბავშვო ლიტერატურულ პროგრამას, ახალი წიგნების პრეზენტაციებს, დისკუსიებს და მთარგმნელობით სემინარებს.
ასევე, ფესტივალის ფარგლებში იგეგმება ღონისძიება ბათუმში მყოფი იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვებისთვის.
ბათუმი ლიტერატურულ ფესტივალს უმასპინძლებს, როგორც ოდესის პარტნიორი ქალაქი. ღონისძიებაზე დასწრება უფასოა.