საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს იტალიას დაუპირისპირდება

27 აგვისტო 2022, 11:03 716 ნახვა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის  სტუმრად იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მატჩი იტალიის  ქალაქ ბრეშაში  თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

ამ ნაკრებებს შორის წარსულში 5 მატჩი გამართულა და ყველა იტალიის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.

ილიას ზუროსს ჯგუფის ერთ-ერთ ლიდერთან გუნდის კაპიტნის თორნიკე შენგელიას გარეშე მოუწევს თამაში. შენგელიამ ნიდერლანდებთან შეხვედრაში მესამე პერიოდში მძიმეტრამვა მიიღო.

იტალიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.

ამ დროისთვის  მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო  L ჯგუფს 9-9 ქულით იტალია და ესპანეთი ლიდერობს. მესამე-მეოთხე ადგილებზე 8-8 ქულით საქართველო და ისლანდიაა. მეხუთე ადგილს 6 ქულით უკრაინა იკავებს, ხოლო ბოლო პოზიციაზე 5 ქულით ნიდერლანდების ნაკრებია.

იტალიასთან თამაშის შემდეგ, საქართველოს ნაკრები  მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე გადაერთვება, რომლის ერთ-ერთი მასპინძელიც თბილისი იქნება.

A ჯგუფში საქართველოსთან ერთად  ესპანეთი, თურქეთი, ბელგია, მონტენეგრო და ბულგარეთი იქნებიან.
ილიას ზუროსის გაწვრთნილი საქართველო ევრობასკეტზე 1 სექტემბერს ბელგიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში