ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა

26 აგვისტო 2022, 11:16 531 ნახვა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მყოფ უკრაინელ პერსონალზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ამჟამად სადგურს ელექტროენერგია მიეწოდება ახლომდებარე თბოსადგურის ერთი წყაროდან. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, გუშინ  სადგურზე ელექტროენერგიის მიწოდება მინიმუმ ორჯერ შეწყდა.

სააგენტო წერს, რომ ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია ელექტროენერგიის უსაფრთხო მიწოდება ქსელიდან. 

ელექტროენერგიის გარე წყაროებთან წვდომა დაიკარგა მას შემდეგ, რაც ახლოს გაჩენილმა ხანძარმა დააზიანა სადგურის ელექტროენერგიის წყაროსთან დამაკავშირებელი ხაზები.

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე და მის გარშემო განხორციელებულ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება, თუმცა ის ცდილობს უკრაინა დაადანაშაულოს, - ამის შესახებ "ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" ანგარიშშია აღნიშნული.ორგანიზაციის შეფასებით, რუსმა სამხედროებმა ბირთვული ობიექტის მილიტარიზაცია მოახდინეს, თუმცა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური შორს არის ფრონტის ხაზისგან და არ ექვემდებარება უკრაინის შეიარაღებული ძალების გარდაუვალ თავდასხმას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი