,,ეტალონი 2022“ – გამარჯვებული ქედის მუნიციპალიტეტის ოქტომბრის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი ჩხიკვაძე გახდა. მან 6 წუთსა და 57 წამში 76 ქულა დააგროვა.გამარჯვებული მოსწავლე ქედის მერმა სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ,ეტალონი“ 2022 პირველი და მეორე ეტაპი დისტანციურ ფორმატში ჩატარდა, რომელშიც 29 მუნიციპალიტეტის და აფხაზეთის ა/რ მოსწავლეები მონაწილეობდნენ.