ხანძარი ბორჯომის ხეობაში

25 აგვისტო 2022, 17:21 714 ნახვა

გაძლიერებული ძალებით გრძელდება ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის პროცესი. რთულად მისადგომ რელიეფზე, რამდენიმე კილომეტრის მანძილზე სახანძრო მაგისტრალები გაიშალა, რისი საშუალებითაც ცეცხლის კერები მუშავდება. დამონტაჟებულია დამატებითი წყალსაქაჩი ტუმბოები.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხორციელდება ყველა შესაბამისი საპრევენციო ღონისძიება, რათა ცეცხლი არ გავრცელდეს დასახლებულ პუნქტებსა თუ სტრატეგიულ ობიექტებზე. ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ქვაბისხევი-ზორეთის საზღვართან, ტყეში ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი