სარფში “კოლხობა” გაიმართა

25 აგვისტო 2022, 11:18 703 ნახვა

"კოლხობა" - ძველი სახალხო დღესასწაული აღინიშნა სარფში.  ღონისძიების ფარგლებში კოლხური ნივთების,  რეწვის ოსტატების ნამუშევრების და ფოტოების გამოფენა მოეწყო.

ადგილზე მოამზადეს  ტრადიციული  კერძები. საღამო ფოლკლორული გუნდების მონაწილეობით კონცერტით დასრულდა.

სახალხო დღესასწაული კოსტიუმირებული იყო, მონაწილეებმა არგონავტების მითთან დაკავშირებული თემა გააცოცხლეს.

კოლხობისთვის წელს ხელვაჩაურის მერიის ბიუჯეტიდან 20 ათასი ლარი დაიხარჯა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი