ომის ამ მძიმე პერიოდში უკრაინას და უკრაინელ ხალხს ვუსურვებთ მშვიდობას და კეთილდღეობას - პრემიერი

24 აგვისტო 2022, 13:01 1297 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინას და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინელ ხალხს ომის მძიმე პერიოდში მშვიდობას და კეთილდღეობას უსურვებს.

"დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ უკრაინას! ომის ამ მძიმე პერიოდში უკრაინას და უკრაინელ ხალხს ვუსურვებთ მშვიდობას და კეთილდღეობას!“, - წერს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

დღეს უკრაინაში დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი