დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამის დაფინანსება და ბენეფიციართა რაოდენობა გაიზარდა. სარეაბილიტაციო ცენტრ ,,თანაში“ შეხვედრაზე ბენეფიციარებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირებისთვის გაეცნოთ მათი ხედვები, თუ რომელი სერვისების განვითარება ან დახვეწაა შესაძლებელი, რათა მომდევნო წლის პროგრამაში იყოს გათვალისწინებული. პროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა პრობლემის მქონე, მარტოხელა, ძალადობაგანცდილი, მიუსაფარი დედებისა და ბავშვების 24-საათიანი თავშესაფრით უზრუნველყოფას, ბენეფიციარებისთვის სადღეღამისო მომსახურებას სამჯერადი კვებით, ფსიქოლოგიურ დახმარებას, პროფესიული და არაფორმალური განათლების ხელშეწყობას, დასაქმებაში დახმარებას, საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას და სოციალური უნარ-ჩვევების სწავლებას.