ვითარება ბორჯომში

23 აგვისტო 2022, 14:35 742 ნახვა

ბორჯომის ხეობაში ისევ ხანძარია. ამ დრომდე უცნობია ზუსტად რა ფართობზეა გავრცელებული ცეცხლი და ტყის რა ნაწილი განადგურდა ხანძრის შედეგად.  რთული რელიეფის გამო  მეხუთე დღეა მუშაობის პროცესი გართულებულია. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,  ადგილზე მობილიზებულია 1 200-ზე მეტი ცოცხალი ძალა და ტექნიკა. ასევე  მუშაობს ოთხი ვერტმფრენი.

შინაგან სამქეთა სამინიტროს ინფორმაციით, ჯერ კიდევ ფიქსირდება სხვადასხვა სირთულის კერები. ხანძრის მონიტორინგი დრონებით ხდება. ოპერაციის რაიონი სამ სექტორადაა დაყოფილი. სამივე სექტორზე  სალოკალიზაციო და სალიკვიდაციო სამუშაოები ხორციელდება. კეთდება კერებამდე მისასვლელები მძიმე ტექნიკისა და ტრაქტორების მეშვეობით.

მაშველები როგორც ინდივიდუალური აღჭურვილობით, ასევე სახანძრო ავტოცისტერნების დახმარებით ახორციელებენ ხანძრის ქრობის ამოცანებს. პროცესში მონაწილეობს 300 მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი.

ცეცხლის ქრობის პროცესში კვლავ ჩართული არიან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და მობილიზებულია შესაბამისი სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა. ხეობაში ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი