უბედური შემთხვევა „გოდერძზე“. კურორტზე, 1 იანვარს დაშავებული 31 წლის მამაკაცი, დღეს დილით გარდაიცვალა. მომხდარი რამდენიმე დღის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ გააშუქა. გადაცემა ,,ჰეშთეგში” თვითმხილველები მაშინ საუბრობდნენ იმაზე, რომ კურორტზე არსებულ მედ-პუნქტსა და სხვა სამედიცინო დაწესებულებაში შესაბამისი პირობები არ არის, რომ არ არიან კვალიფიციური მედიკოსები და ასევე მაშველებმა არ იციან, მსგავს კრიტიკულ სიტუაციაში როგორ იმოქმედონ. ამასთან მათივე ინფორმაციით, არ მოწმდება თხილამურები, ხოლო სათხილამურო ტრასაზე არ არის სპეციალური ნიშნები, რომელიც დაზიანების შემთხევაში მისცემს პირს საშუალებას გადასცეს ინფორმაცია რომელ მონაკვეთზეა ინციდენტი. ასევე ერთ-ერთი თვითმხილველი გადაცემაში საუბრობდა, იმაზეც, რომ ხულოს სამედიცინო დაწესებულებაში დაშავებულ მამაკაცს გადაუდებელი დახმარება ვერ აღმოუჩინეს და პაციენტის გოდერძიდან ბათუმამდე ტრანსპორტირებას 7 საათი დასჭირდა. ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში ქალა ტვინის ღია ტრამვით მოათავსეს. ამასთან თვითმხილველები ყურადღებას ამახვილებენ, იმაზეც, რომ იმ დღეს ცუდი ხილვადობა და იყო ნისლიანი ამინდი იყო, მიუხედავად ამისა, არ იყო შესაბამისი ამკრძალავი ნიშანი და ნებისმიერ მსურველს შეეძლო ტრასაზე სრიალი.
ჩვენ დავუკავშირდით ყველა შესაბამის უწყებას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კურორტზე არსებულ უსარფრთხოებაზე. თუმცა სატელევიზიო კომენტარზე მათგან უმეტესობამ უარი გვითხრა.