კულტურის ცენტრი

13 იანვარი 2017, 00:00 2388 ნახვა

როდის შეძლებენ მუშაობას ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის თანამშრომლები რეაბილიტირებულ შენობაში _ ეს შეკითხვა პერსონალის ნაწილს აქვს. ცენტრის უფროსის მოადგილე გიორგი ფარტენაძე ამბობს, რომ მისი რამდენიმე კოლეგა უკვე გადავიდა ახალ შენობაში, მათთვის კი უცნობია მიზეზი რატომ ვერ ხერხდება ყველა მათგანისთვის სამუშაო გარემოს შექმნა. განყოფილებები ამ დრომდე, თხილნარის კულტურის სახლშია განთავსებული. პრეტენზიებს ხელვაჩაურის გამგეობაში უპასუხეს. გამგებლის მოადგილე აცხადებს, რომ შენობის რეაბილიტაცია ბოლო ეტაპზეა და მომდევნო 3 თვის განმავლობაში სამუშაობის დასრულების პარალელურად, ყველა განყოფილება გადავა ახალ შენობაში. მინდია ბასილაძის თქმით, ეს პროცესი არ უკავშირდება დაანონსებულ რეორგანიზაციას, რომელიც გამგეობაში უახლოეს დღებში გამოცხადდება.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი