„შავი ზღვის დელფინი - 2022“

22 აგვისტო 2022, 10:44 675 ნახვა

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ბათუმის სპორტის სასახლეში 8,10,12 და 20 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის ღია საჭადრაკო ფესტივალი “შავი ზღვის დელფინი – 2022” გაიმართა.

ფესტივალის ყოველი ასაკობრივი კატეგორია ჩატარდა შვეიცარული სისტემით 7 ტურად. დროის კონტროლი: 60 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით. 20 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ითვლებოდა ფიდე-ს რეიტინგი.

ღონისძიებაში ჩართული იყო 82 მოჭადრაკე. 8,10,12 და 20 წლამდე ასაკობრივი კატეგორიების გამარჯვებული ხუთეული როგორც ჭაბუკთა, ასევე გოგონათა შორის დაჯილდოვდნენ მედლებით, დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით, პირველ ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს აგრეთვე გადაეცათ თასები.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი