ნიკოლოზ ბროლაძემ და აჩიკო ბოლქვაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს

22 აგვისტო 2022, 10:51 732 ნახვა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატი ორი ვერცხლის მედლით დაასრულა.

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები ნიკოლოზ ბროლაძე (67 კგ) და აჩიკო ბოლქვაძე (87 კგ) გახდნენ.

ნიკამ ფინალამდე იაპონელი, ხორვატი, ფინელი  და ირანელი სპორტსმენები დიდი სხვაობით დაამარცხა, თუმცა ფინალურ დაპირისპირებაში  აზერბაიჯანელ კანან აბდულაზადესთან 1-4 დამარცხდა. 

აჩიკომ  ჯერ ჩეხ, შემდეგ ინდოელ, ხოლო ნახევარფინალში უკრაინელ მეტოქეებთან გაიმარჯვა. ოქროს მედლისთის ბრძოლაში კი  ირანელ ალირეზა მოჰმადიპიანისთან დამარცხდა - 1-9.

ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოდა რომეო ბერიძე, თუმცა რეპეშაჟში დამარცხდა.

საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრებმა 42 ქვეყანას შორის გუნდური მე-7 ადგილით დაასრულა ასპარეზობა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში