ბორჯომის ტყეში ისევ ცეცხლის კერებია

21 აგვისტო 2022, 18:04 736 ნახვა

ხანძარი ბორჯომის მუნიციპალიტეტში. ხანძრის რამდენიმე კერა ზოვრეთში, სხვადასხვა ლოკაციაზე გაჩნდა. ტყეში, მეხანძრეები ცეცხლის კერების ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ. პროცესში ჩართულია ვერტმფრენიც.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მიმდებარე სოფელ ქვაბისხევის მაცხოვრებლები ეჭვობენ, რომ ხანძარი მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში